ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს 

08 აგვისტო 2020, 22:34 2165 ნახვა

ახალქალაქში დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 

27 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ახალქალაქში, მთავარ პარკში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში