ახალი პროგრამა გიდების მხარდასაჭერად

09 აგვისტო 2020, 12:44 2023 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად  ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რაც ტრენინგებს, ინფოტურებსა და სხვადასხვა აქტივობაში მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ამის შესახებ გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ბათუმში გამართულ ტრენინგზე ესაუბრა. 

პროექტების ნაწილს, დეპარტამენტი  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე გიდებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე ჩაუტარდათ ტრენინგი, რაც მათ უსაფრთხოდ ტურების ჩატარებაში დაეხმარება. მეორე ეტაპზე კი მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა  პროგრამა ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში