''ოცნების ქალაქში'' კორპუსების მშენბლობა გრძელდება

09 აგვისტო 2020, 18:07 2079 ნახვა

ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის განხორციელება გრძელდება.ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო- აღნიშნული ინფორმაცია აჭარის მთავრობიდან მოგვაწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში