დაპირისპირება ლიბანში

10 აგვისტო 2020, 11:57 1219 ნახვა

სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანშიც, რასაც  მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით,   ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„წითელი ჯვრის“ ცნობით კი , შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.  აქციის მონაწილეები  მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ. 

აქციების ფონზე ლიბანში ორმა მინისტრმა - ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა- თანამდებობები დატოვეს. აქვე გეტყვით, რომ ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. არიან დაკარგულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში