ექიმების სოლიდარობის აქცია

10 აგვისტო 2020, 14:09 1129 ნახვა

დღესვე ექიმების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამედიცინო  დაწესებულებების  წინ  ექიმებმა ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების წინასწარ პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.  მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს სადამსჯელო ღონისძიებას.  "ექიმები თეთრი ხალათებით" - სოლიდარობის აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ერთი ექიმი დააკავეს, კიდევ ერთ მედიკოსს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმე ეხება 2018 წელს  პაციენტისთვის ჩატარებულ ორთოპედიულ ოპერაციას, რის შემდეგაც  თითქმის ორი წელია 23 წლის გოგო დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში