ვითარებას ართულებს ის, რომ მესტიაში ძალიან ბევრ ტურისტია - სოზარ სუბარი

10 აგვისტო 2020, 16:02 1310 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში ამბობს, რომ სვანეთში საკმაოდ ბევრი ტურისტი იმყოფება, მათ ზუსტ რაოდენობას კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზუსტებს. სოზარ სუბარის განცხადებით, ტესტირების გაკეთება მოუწევს, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის მთელ მოსახლეობას. პირველ ეტაპზე კი უშგულის, ლენჯერისა და დაბა მესტიაში მყოფებს.  

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ვირუსის აფეთქების საფრთხე არ არის. მესტიაში იმუშავებს საგანგებო შტაბი. სოზარ სუბარის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებული იქნება კონტაქტების დადგენასა და მოსახლეობის ტესტირებაზე.

''ამ თვეების განმავლობაში კოვიდის მართვის კუთხით კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა. მარნეულის, ყარაჯალარის თუ სხვა რეგიონების მაგალითზე, უკვე ვიცით როგორ უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს ეხება სურსათით და მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე ავადმყოფების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სიტუაციების მართვას. მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება, პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება ჩართული. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამსვენებლებში დისკომფორტი იყოს მინიმალური. დისკომფორტი ცხადია არის, როდესაც ჩადიხარ დასასვენებლად და იქ აღმოჩნდება  ეპიდემიის კერა.  გაკონტროლება ხაიშსა და ჯვარს შორის დაიწყება. 

განსაკუთებით მნიშვნელოვნია მოსახლეობამ დაუჯეროს ექიმებს, შტაბს, ხელისუფლებას. კონტაქტების მოძიება ერთ ან 24 საათში არ სრულდება. აფეთქების საფრთხე არ იქნება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არიან მატარებლები. ამიტომ მაქსიმალურად მალე უნდა გამოვლინდეს ყველა კონტაქტი'' - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში