მესტიაში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა

10 აგვისტო 2020, 18:07 1066 ნახვა

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა. გამგებლის ინფორმაციით, ყველა მოქალაქე, ვისაც დღეს წასვლა სურდა, უკან დააბრუნეს და გადაადგილება შეზღუდულია. ეპიდემიოლოგები უკვე მესტიაში არიან და ცდილობენ დაადგინონ ინფიცირებულთა კონტაქტები.

იქმნება საკარანტინე სივრცეები, მოქალაქეები სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ცნობისთვის, ბოლო 2 დღის განმავლობაში მესტიაში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. მათგან ინფიცირების წყარო ერთ-ერთი პირია, 16 კი მისი კონტაქტები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში