ავარიამ ოჯახი იმსხვერპლა

10 აგვისტო 2020, 20:17 3692 ნახვა

ავარიას შეწირული 3 ადამიანის სიცოცხლე და დაშავებულები, მძღოლის დაუდევრობა თუ საფრთხის შემცველი გზა? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა სწორედ გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები და ამბობენ, რომ ბათუმი - ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის მონაკვეთზე ავარიები ხშირია, რის გამოც ქვეითთა გადასასვლელი ხიდის მოწყობის აუცილებლობას ხედავენ. ზოგადი კვლევებით კი ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არაკვალიფიციური მძღოლებია. ამიტომ ამ მიმართულებით სისტემის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გარშემო უამრავი „მოძრავი ბომბი“ დადის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში