მესტიისკენ მიმავალ გზაზე „შავ ღელესთან“ დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა

11 აგვისტო 2020, 10:55 1189 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც მოძრაობის დროებით შეზღუდვა გამოიწვია.

უწყების ცნობით, დამეწყრილი მონაკვეთი წუხელ ღამითვე გაიწმინდა და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში