ქობულეთში მოქალაქე პოლიციელებს დაუპირისპირდა

11 აგვისტო 2020, 13:58 3523 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, მოქალაქემ პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაპირისპირება ​ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მოქალაქეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველების გამოჩენას მძღოლის გაღიზიანება მოჰყვა და სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

პოლიციელები კლინიკაში გადაიყვანეს. 

ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს დირექტორის, ირინა დოლიძის განმარტებით, ერთ-ერთ პაციენტს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

''ღამით მოვიდა ორი პაციენტი, ერთ მათგანს ჰქონდა გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა, მეორეს ხელზე ჰქონდა ნაკაწრი ჭრილობა. ორივეს პირველადი დახმარება გაეწია. ერთ-ერთ ქირურგიული ჩარევას დასჭირდა, თუმცა ორივე პაციენტი კლინიკიდან მალევე გავწერეთ'' - უთხრა მაუწყებელს კლინიკის ხელმძღვანელმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს. 

ბრალდებული მალევე დააკავე. 

 

ფოტო: არქივი

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში