ენმ ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

11 აგვისტო 2020, 14:18 1476 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ხელვაჩაურის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და მუნიციპალიტეტს  პროკურატურაში უჩივის. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ  განახლებაში მოწყობილი წყლის სისტემა, რომელზეც  მერიამ  135 ათასი ლარი დახარჯა არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. იგივეს ამბობენ  ადგილობრივებიც.  მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მაგისტრალში წყალი ავზიდან გაუშვეს, თუმცა  არა ჭაბურღილიდან შევსებული, არამედ ავზზე  სპეციალური  მანქანებით ატანილი. მერიაში არ უარყოფენ,  რომ   30   ტონა   წყალი   ავზზე  აიტანეს, თუმცა მხოლოდ ავზისა და მაგისტრალის ტესტირებისთვის. მერის მოადგილის განმარტებით სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გეოლოგიურმა დასკვნებმა წყლის მარაგი აჩვენა, ჭაბურღილის მოწყობის შემდეგ კი როგორც ამბობს შემცირდა. 

არჩილ ბარამიძის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერია სოფელ განახლებაში ახალ ჭაბურღილს მოაწყობს და უკვე არსებულთან ერთად სასმელი წყლით ასამდე ოჯახს მოამარაგებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში