აჭარაში სულ 347 საარჩევნო უბანია

08 ოქტომბერი 2016, 00:00 2421 ნახვა

აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ბათუმში 158 ათას 963-ია. აჭარაში სულ 347 საარჩევნო უბანია. უმაღლეს საბჭოში პროპორციული წესით 15, მაჟორიტარულით კი 6 წევრი უნდა აირჩეს. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატი მოხვდება.  პარტიული სიით 15 მანდატისთვის 471 კანდიდატი იბრძვის რაც შეეხება 6 მაჟორიტარულ ოქლს აქ მანდატის მოპოვებას 76 მაჟორიტარობის კანდიდატი ცდილობს. რაც შეეხება გენდერულ ბალანს საარჩევნო სიებში 471 კანდიდატიდან 142 ქალი, 329 კი მამაკაცია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობს, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს აქ 25 პარტიაა რეგისტრირებული.  საქართველოს პარლამენტში 150 მანდატია.  აქედან 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით და 77 კი პროპორციული სიით  ირჩევა. მაჟორიტარი კანდიდატობის 73 მანდატისთვის 816 კანდიდატი იბრძვის, საპარლამენტო არჩევნებში სულ 25 პარტია მონაწილეობს, პარტიული სიებით 77 პროპორციული მანდატისთვის სულ  3524 კანდიდატი იბრძვის

ამავე კატეგორიაში