მესტიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

11 აგვისტო 2020, 18:27 1412 ნახვა

მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება კორონავირუსზე. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე კოვიდ ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება. მესტიის ცენტრში გახსნილია პისიარ ტესტის პუნქტი. ეპიდემიოლოგების თქმით, მომართვიანობა მაღალია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში