ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული პატიმრობაში რჩება

11 აგვისტო 2020, 18:35 1570 ნახვა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქის ცენტრში ჩხუბის დროს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობისას პროკურორმა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. ბრალდებული პროცესზე ონლაინ ჩაერთო. მას თავსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ჩხუბის დროს მიიღო. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და განზრახ მკვლელობას ედავება. შემდეგი სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, 27 წლის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ახლობლები ახალქალაქში ჩავიდნენ და ქალაქში არეულობა მოხდა. ცეცხლი მკვლელობაში ბრალდებულის სასტუმროს და საცხოვრებელ სახლებს წაუკიდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში