პირველადი მონაცემები - აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3767 ნახვა

ქვეყანაში უკვე ერთი საათია ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი დღეს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია, აქედან 3 ბათუმშია, ერთი მაღალმთიან აჭარაში, ერთი ქობულეთში, ერთიც ხელვაჩაურში. წელს პირველად მაღალმთიანი აჭარა ერთ მაჟორიტარს ირჩევს, ბათუმი კი სამს. ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი იწყება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ საარჩევნო ადმინისტრაციას.

ამავე კატეგორიაში