მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც მთის თუ ზღვის კურორტებზე ისვენებენ დაიცვან წესები - ჯანდაცვის მინისტრი

12 აგვისტო 2020, 11:43 2701 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასასვენებლად იმყოფებიან, დაიცვან წესები. დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე და ასევე არ დაავიწყდეთ სოციალური დისტანცირება. 

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. 

''აუცილებელი არის სოციალური დისტანცირების დაცვა, მთავრობის მიერ შუმუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ნიღბის ტარება. ასევე მნიშვნელოვანი არის ბიზნეს სექტორის ჩართულობა - კაფეების, რესტორნების, სასტუმროების მფლობელებს მოვუწოდებ აქტიურად ითანამშრომლონ შრომით ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაიდლაინებით არის გაწერილი. ეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებსითვის არის საჭირო. 

ასევე მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომლებიც მთის თუ ზღვის კურორტებზე ისვენებენ მაიქციონ ყურადღება და დაიცვან საჭირო ღონისძიებები, რომელიც კოვიდისგან დასაცავად არის საჭირო'' - განაცხადა მინისტრმა. 

პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საზოგადოება სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოში ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც მის მეზობელ ქვეყნებშია.

„ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს,  თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები  – ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული , რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, – განაცხადა იმნაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში