ფორუმი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს

12 აგვისტო 2020, 10:03 1322 ნახვა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში ფორუმით გაიხსნა, რითაც „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების“ ციკლი დაიწყო. ღონისძიებაზე   ახალგაზრდობის სააგენტო წარადგენს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე არსებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციების შემაჯამებელი ანგარიში "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის დამტკიცების ეტაპზე წარედგინება მთავრობას, სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში