სწავლის გადადების არანაირი პირობა არ არსებობს - პრემიერი

12 აგვისტო 2020, 16:06 1681 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სექტემბერში სწავლის გადადება არ იგეგმება და არც არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.

„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა.

''აქ იყო ჭაობი და ახლა რასაც ვხედავთ უაღრესად შთამბეჭდავია. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლების. ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინიციატივაა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიცია. ეს კოლაიდერი კიდევ დამატებით ფუნქციას შესძენს უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი ისწავლის აქ. ამ უნივერსიტეტის ნიშა ასევე არის ერთობლივი კურსები მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება“, – განაცხადა გახარიამ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში