კარანტინი სვანეთში

12 აგვისტო 2020, 20:00 1629 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების გამო, გართულებული ეპიდსიტუაციაა სვანეთში. საკარანტინე სივრცეებში ათასამდე მოქალაქეა გადაყვანილი. სოფელი ლენჯერი დღეს, სრულად ჩაკეტეს. მე-3 დღეა, კოვიდ 19 -ის ეპიცენტრი სვანეთია, ამ დროისთვის აქ ვირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. მომდევნო დღეებში უნდა გაირკვეს სრულად ჩაიკეტება თუ არა მესტიაც.

სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო, დამაკავშირებელ გზაზე დამონტაჟებულ კარავში, პოლიცია მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში