ქუთაისის კლინიკაში ე.წ. სვანეთის კლასტერიდან 9 პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

13 აგვისტო 2020, 12:31 1304 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

" 9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 5 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები" - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 52-მა ვირუსი დაამარცხა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში