შაქარაშვილის საქმე - დაკავებულ მორაგბეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

13 აგვისტო 2020, 14:10 1480 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.  პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ  მიიღო, რაც გაგნიძის ინტერესების დამცველებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს. 

ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს. 

გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. მისი თქმით, ბრალდებულს ახალი ადვოკატი არ ესაჭიროებოდა და მათ მასალებზე წვდომა მაინც ექნებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში