ბათუმის ბიუჯეტში სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ცვლილება არ შეხებია

13 აგვისტო 2020, 18:26 1374 ნახვა

2020 წლის გეგმით, ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობები 172 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 158 მილიონ ლარამდე შემცირდება. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხარჯზე მოაკლდა, რომელიც დაგეგმილი იყო და პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. რამდენიმე პროგრამა ონლაინ რეჟიმით ტარდება, რამაც ასევე ფინანსური რესურსი დაზოგა. სოციალური პროგრამები არ შემცირებულა. პარალელურად ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით აჭარის მთავრობიდან მიღებული ტრანსფერით შეივსო. მიღებული თანხა მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყებას მოხმარდება"- აცხადებენ მერიის საფინანსო სამსახურში.   

გარდა ამისა სხდომაზე იმსჯელეს თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების  სარგებლობის წესით გადაცემაზე. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აიპი ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემია, იმავე პერსონებითაა დაკომპლექტებული, რომლითაც ორგანიზაცია „გაბრაზებული ბათუმელები“, ირწმუნებიან რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც  ხელისუფლებას  სათავისოდ იყენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში