ბელარუსში დაკავებულთა რიცხვი 3 ათასამდე გაიზარდა

13 აგვისტო 2020, 18:32 1754 ნახვა

ბელარუსში, გასული ღამის განმავლობაში, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით 700-მდე ადამიანი დააკავა. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 9-13 აგვისტოს პერიოდში მოქალაქეების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად“, 103 სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან 28 საავადმყოფოებშია გადაყვანილი.მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, 18 და 19 წლის, რომლებიც მინსკში ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში