ოქრო შავი დღისთვის

13 აგვისტო 2020, 20:21 3594 ნახვა

ოქროს ნაკეთობების მყიდველი იუველირებისთვის სანთლით საძებარი გახდა. ძვირფასი ლითონის მომხმარებლის დეფიციტი ბაზარზე აშკარაა. ადამიანები ოქროს უძველესი დროიდან აფასებდნენ, რადგან ყოველთვის მიაჩნდათ ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ, რის გამოც მას "ლითონთა მეფეც" კი შეარქვეს. შეხედულება დღემდე არ შეცვლილა, რადგან სწორედ ოქრო გამოხატავს ყველა სხვა საქონლის ღირებულებას, სწორედ ის არის საყოველთაო ექვივალენტი, რომელიც შემდეგ ფულის სახით გვევლინება. "მთავარის" გადამღები ჯგუფი, ოქროს ბირჟას ესტუმრა. მაღაზიებში და ყველგან, სადაც ოქრო იყიდება, მყიდველთა სიმცირეს უჩივიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროს, ვერცხლისა, თუ სხვა ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობები თვეობით უდევთ დახლებზე და ვერ ყიდიან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში