აფეთქება საცხობში-დაშავებულია ორი მოქალაქე

14 აგვისტო 2020, 11:50 1190 ნახვა

ორი ადამიანი დაშავდა საცხობის აფეთქების  გამო თბილისში. ორ თანამშრომელს საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, კი საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში