აჭარის უმაღლესი საბჭო “ღია მმართველობის” ქსელის წევრი გახდა

14 აგვისტო 2020, 15:57 1783 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო „ღია მმართველობის“ შიდა ქსელის წევრი ხდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დღეს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა,  დოკუმენტით უმაღლესი საბჭო 15  სახის ვალდებულებას იღებს. მათ შორის,  მეტი  საჯაროობის, გამჭვირვალობის, ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვის და შშმ პირებისთვის შენობისა და ვებ-გვერდის ადაპტაციის. სამოქმედო გეგმის მიხედვით რეგლამენტით განისაზღვრება ასევე უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრების მსურველ, გარეშე პირთა რაოდენობაც.  ღია მმართველობის საბჭო რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აპრილიდან მოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში