აჭარის ხელისუფლება სახალხო ნდობის ჩემპიონია - IRI-ის კვლევა

14 აგვისტო 2020, 20:03 1467 ნახვა

მიუხედავად პრობლემებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობაზე პოზიტიურ მაჩვენებელს გვაძლევს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული რესპონდენტების პასუხების მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი სრული ნდობა გამოკითხულთა 16%-ს აქვს, ასე თუ ისე მას გარკვეულწილად 45 % ენდობა, რაც ნდობის რეიტინგში ჯამში 61%-ს გვაძლევს. ეს ზოგადი მაჩვენებლით, ახლა კონკრეტულად ვნახოთ თითოეული რეგიონი.

კვლევის შედეგები ასე გამოიყურება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობით ადგილობრივი ხელისუფლება აჭარაში ლიდერობს. აქ 29 % უცხადებს სრულ ნდობას, 43% ნაწილობრივ, ანუ ჯამში რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობას 59% ენდობა. ნდობის რეიტინგში მას მოსდევს სამეგრელო, მესამე მეოთხე ადგილს, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი იყოფენ მცირედი განსხვავებით, დედაქალაქი კი მე-5 ადგილზეა.

ახლა კი გაჩვენებთ, როგორია მოსახლეობის ნდობა საკრებულოსადმი. ამ შემთხვევაში აჭარაში სრული ნდობა მოსახლეობის 24%-ს აქვს, ასე თუ ისე გარკვეულწილად 48%-ს რაც ჯამში საკმაოდ მაღალ რიცხვს 72%-ს გვაძლევს. აჭარას წინ უსწრებს სამცხე ჯავახეთი, ხოლო, აჭარის შემდეგ ნდობის რეიტინგში ვხედავთ სამეგრელოსა და იმერეთს.

რაც შეეხება კონკრეტულად მერების მუშაობას.  მერების მიმართ აჭარაში მოსახლეობის 25%-ს აქვს სრული ნდობა, 47%-ს გარკვეულწილად, რაც 72%-ს გვაძლევს. მერის ნდობის რეიტინგში ლიდერობს სამცხე ჯავახეთი. ხოლო აჭარის შემდეგ მოდის სამეგრელო და გურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში