კარანტინში მყოფი კაცი, რომელიც მე-4 სართულიდან გადმოხტა, მართვით სუნთქვაზე რჩება

15 აგვისტო 2020, 12:35 1264 ნახვა

27 წლის ახალგაზრდა, რომელიც შსს-ინფორმაციით საკარანტინე სივრცეში ჰყოფნის დროს, მე-4 სართულიდან გადმოხტა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. გუშინ ის ბათუმიდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით მოქალაქე 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირთან ერთად საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში