თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

15 აგვისტო 2020, 12:46 1599 ნახვა

ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა. უწყების ცნობით რეკრუტების გადამზადება  ივნისიდან   ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის ახალ ინფრასტრუქტურაში ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში