ადვოკატები მარტოხელა მშობლების დასახმარებლად

15 აგვისტო 2020, 15:17 1621 ნახვა

„ადვოკატები მარტოხელა მშობლების დასახმარებლად“- სოციალური პროგრამა საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კონკურსით შერჩეული ადვოკატები მოქალაქეებს სატელეფონო ან პირისპირ კონსულტაციას გაუწევენ.

ბენეფიციარები არიან მარტოხელა სტატუსის მქონე  და ისინი ვინც სოციალურმა აგენტმა სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფებად მიიჩნია. პროექტი  ექვსთვიანია და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  მარტოხელა მშობლებისთვის  სამართლებრივი დახმარების გაწევა  ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს ეგიდით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში