თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 17 აგვისტოს გენერალურ პროკურორს შეხვდება

16 აგვისტო 2020, 12:05 1945 ნახვა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება. როგორც ადვოკატმა განმარტა, ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შსს-დან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს, ამის მიზეზად კი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი უნდობლობას ასახელებს.

მისივე თქმით, უნდობლობის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ შსს არა მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.ამასთანავე, ადვოკატის განცხადებით, ხვალ ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებას, შემდეგ კი რეაგირებისთვის სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში