ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენს

16 აგვისტო 2020, 15:02 1348 ნახვა

ის ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღის განმავლობაში თეთრიწყაროს ტყესთან იდგა სრული სიცრუეა - ამბობს გარდაცვლილი თამარ  ბაჩალიაშვილის ადვოკატი.მიხეილ რამიშვილის განცხადებით სოფლის მცხოვრებლებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, რომლის ვიდეო ჩანაწერებითაც მტკიცდება, რომ მანქანა 5 დღე იქ არ იდგა. ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და   შსს-ს და პროკურატურას მიმართავს  საქმე მკვლელობის ვერსიით  გადაკვალიფიცირდეს.

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, კი 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო. დედის მტკიცებით „თამარის ცხოვრება კარგადაა შესწავლილი  და ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების მანძილზე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში