კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია - მარინა ეზუგბაია

18 აგვისტო 2020, 11:17 1567 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო ამ დროისთვის დაუდგენელია. მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული 1 ახალი შემთხვევა კი ქობულეთში, კაფე "ჰავანას" უკავშირდება.

"24 საათის განმავლობაში დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათი გადანაწილება ასეთია: ერთი პაციენტის წყარო არის ლენჯერი, ერთი პაციენტის წყარო არის ქობულეთი, ანუ კაფე "ჰავანა", ერთის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის შემოტანილი, აქედან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი არის სამედიცინო პერსონალი და 2 ის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დასადგენად.

გამოჯანმრთელდა სულ 6 ადამიანი.

249 პაციენტიდან, რომელიც ამ ეტაპზე სტაციონალში მკურნალობს კრიტიკულია 6, მძიმეა 23.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 34 დადასტურებული შემთხვევა გადის, მძიმეა 3 პაციენტი"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში