კაფე „ჰავანასთან“ კონტაქტირებულ პირებს უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ

18 აგვისტო 2020, 10:38 1060 ნახვა

ადამიანებს, ვისაც ქობულეთში კოვიდ-19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან  ჰქონდათ  კონტაქტი, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  უფასო პისიარ ტესტირება  შეუძლიათ ქობულეთში არსებულ კლინიკა  მედჰაუსსა და ბათუმში  საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში  ჩაიტარონ.

ტემპერატურისა  და სხვა  სიმპტომების შემთხვევაში კი  უნდა დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, ინფექციურ საავადმყოფოში, მედემერჯენსში ან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში