უსკო-მ 2020 არჩევნებისთვის ცვლილებები დაამტკიცა

18 აგვისტო 2020, 18:17 1345 ნახვა

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებსა და კანდიდატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში მხარდამჭერთა სიების წარდგენისას მათი საცხოვრებელი ადგილის ნაცვლად პირადი ნომრის მითითება მოუწევთ. ახალი წესი შესაბამის დადგენილებით - საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. უსკო-ს წევრებმა განსაზღვრეს ასევე არასაარჩევნო პერიოდში სხდომების გასაშუქებლად მედიისთვის საჭირო აკრედიტაციის წესი და ფორმა. ოფიციალურად დაამტკიცეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის უკვე არსებული სტრუქტურა და დადგენილება, რომელიც უსკოს თანამშრომელთა შრომით ურთიერთობებს არეგულირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში