მეწყრით დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვს

18 აგვისტო 2020, 18:30 1258 ნახვა

ხელვაჩაურის სოფელ ზედა ყოროლისთავში მცხოვრები ორი ოჯახი წლებია მერიისგან დახმარებას ელოდებიან. ამბობენ, რომ ორი წლის წინ მეწყერმა მათი საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა, ჩამოწვა საკმაოდ დიდი რაოდენობით მიწის მასა, რომლისგან ტერიტორიის გაწმენდას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. ერთ-ერთმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი საერთოდ დატოვა, მეორე კი წვიმის დროს ღამეს ახლობლებთან ათევს. ამბობენ, რომ დახმარებისთვის ხელვაჩაურის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს იღებენ. დავუკავშირდით ხელვაჩაურის მერიას, საიდანაც აჭარის საგზაო დეპარტამენტში გადაგვამისამართეს. დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ტერიტორია მათ სამოქმედო არეალში არ შედის და დაზიანებული ფერდი ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოაწესრიგოს. საბოლოოდ ვინ უნდა მოაგვაროს ორ უწყებას შორის გაბნეული პრობლემა მერიაში კომენტარი მაინც არ გააკეთეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მათ სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში