გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში

18 აგვისტო 2020, 18:32 1263 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში მისი სახელობის „3X3 კალათბურთის“ ტურნირი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა.

ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 26 აგვისტოს ფინალური თამაშით ბათუმში დასრულდება. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი იასპარეზებს. „3X3 კალათბურთში“ თამაშები ორ ეტაპად ჩატარდება. 26 აგვისტოს ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა-კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში