სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს მამაკაცი თავს დაესხა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა - ყაჩაღობა ბათუმში

19 აგვისტო 2020, 10:34 7597 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავს  დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ობიექტს ხსნიდა. 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ხელში ქვა ეჭირა და სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

დაზარალებულის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს, ყვებიან, რომ თავდამსხმელს ობიექტიდან თანხის წაღება სურდა. სავალუტო ობიექტის მეპატრონემ მას წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი ის გაიქცა. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. 

თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში