მებაჟეებმა არადეკლარირებული ქონება ამოიღეს

19 აგვისტო 2020, 10:07 1149 ნახვა

17 აგვისტოს,  „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის  სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის 33 ცალი სხვადასხვა დასახელებისა და მოდელის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 22ათას  850 ლარს შეადგენს.

საქმის მასალები  შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით,

,,წითელი ხიდის“  საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 21 000-ზე მეტი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო საქართველო დატოვა 22 000-ზე მეტმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში