ქობულეთსა და ხელვაჩაურში კვლევები ტარდება, რომელიც დაადგენს რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი უსიმპტომოდ

19 აგვისტო 2020, 12:59 1364 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში კვლევები ტარდება, რომელიც დაადგენს რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი უსიმპტომოდ. ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს შერჩევითი პრინციპით უღებენ ანალიზს და ადგენენ არის თუ არა ორგანიზმში ანტისხეულები.

''17 აგვისტოდან დავიწყეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ დიდ მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში. ეს გულისხმობს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანების ტესტირებას. მათთან მიდის გასაუბრება, კითხვარის შერჩევა და ანალიზის აღება, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ადამიანს კორონავირუსული ინფექცია გადატანილი აქვს თუ არა, სიმპტომებით ან უსიმპტომოდ. ამიტომ ამ კვლევას თვენახევარი დასჭირდება და მოგაწვდით ინფორმაციას. მსგავსი კვლევა ორი თვის წინაც ჩავატარეთ თელავისა და ბოლნისში და კარგი ინფორმაცია მოგვცა'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში