კაფე “ჰავანას” დახურვას მეპატრონე არ აპირებს

19 აგვისტო 2020, 15:49 1831 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ ქობულეთში, კაფე  ''ჰავანა'' დაიხურა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს კი ობიექტი ღია დახვდა. 

„ჰავანას“ კრიზისმენეჯერი ამბობს, რომ ობიექტის დახურვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამის შესახებ არც გაფრთხილება მიუღიათ. ყვება, რომ გუშინ კაფეში „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კვების ობიექტი შეამოწმეს. 

მენეჯერი ასევე განმარტავს, რომ თუ ობიექტი დაიხურება, ეს სერიოზულ ეკონომიურ კრიზისს გამოიწვევს და მათი თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ის ფიქრობს, რომ ''ჰავანაზე'' შეგნებულად ხორციელდება მიზანმიმართული ბრალდებები.

''ობიექტი შემოწმდა, შევცვალეთ სტაფი და აიყვანეს ახალი თანამშრომლები, 20 თუ 25 ადამიანი. აქედან გამომდინარე არამართებული მგონია კაფე-ბარის დახურვის გადაწყვეტილება. სპეცილაისტებიც იყვნენ და კვების ობიექტი შეამოწმეს, მუშაობის უფლება დაგვრთეს'' - უთხრა მაუწყებელს ნოდარ ხვიბლიანმა. 

როგორც ცნობილია კაფე ''ჰავანას'' თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინა. ინფიცირებულია მასთან კონტაქტში მყოფი 5 პირი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში