საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები

19 აგვისტო 2020, 18:09 910 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებული ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შავი ზღვისპირეთში გაფართოებული ტესტირება იწყება.

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის 15 თემში მოძრაობა აღდგება. შეზღუდვების მოხსნა არ ვრცელდება სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაზე და ის ისევ ჩაკეტილი იქნება.

ხვალიდან დაიწყება ლენჯერის მოსახლეობის ხელმეორედ შემოწმება კოვიდზე ასევე მესტიაში გადამოწმდება ის ოჯახები, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში