კოვიდ-კონტროლი აჭარაში მკაცრდება

19 აგვისტო 2020, 20:04 2108 ნახვა

გაზრდილი კოვიდ შემთხვევების მიუხედავად, აჭარა და გურია არ ჩაიკეტება, თუმცა ინფექციის შესაჩერებლად კონტროლი მკაცრდება. ტურისტულ რეგიონებში, ტესტირება კაფე-ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდება. ხვალიდან, ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარვებში, მოქალაქეებს ნებაყოფლობით ტესტირებას ჩაუტარებენ. სავარაუდოდ ამან უნდა აჩვენოს, ცირკულირებს თუ არა ვირუსი აჭარაში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უკვე ამოწმებენ მოქალაქეებს, მარტვილში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სწორედ ქობულეთის კაფე „ჰავანაში“ გაჩნდა ვირუსის ახალი ეპიცენტრი, რომელიც დღეს, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ისევ ღია დახვდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში