ფერმერებს, რომლებსაც სტიქიის გამო ნერგები გაუნადგურდათ სახელმწიფო ბაღების აღდგენაში დაეხმარება

20 აგვისტო 2020, 11:24 1441 ნახვა

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შედის.  პრემიერის განცხადებით, მას ახალი ქვეპროგრამა დემატება, რომელიც ფერმერებს სტიქიის შედეგად დაზიანებული და განადგურებული ნერგების განახლებასა და ჩანაცვლებაში დაეხმარება.

გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამა ვაზის კულტურასაც დაფარავს.

"ივლისში კახეთი და რაჭა სტიქიის გამო დაზარალდა. სამინისტრო ეფექტურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით. მთავარი ის არის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ის ფარავდა მიღებული პროდუქტის დაკარგვის რისკს. სეტყვის შედეგად ვნახეთ, რომ ფერმერებს გაუნადგურდათ ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემთ, რომლებსაც სტიქიის გამო გაუნადგურდათ ნერგები სახელმწიფოსგან მიიღონ ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მათ აღადგინონ თავისი მრავალწლოვანი ბაღები. 

რაც მთავარია ეს შეეხება ვაზსაც და მნიშვნელოვანია ის, რომ სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერებს უფრო მაღალი ღირებულების ჯიშებით  ჩაანაცვლოს ის ჯიშები, რომლებიც მრავლადაა ქვეყანაში თუ მას ასეთი სურვილი ექნება.

ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის სტიქიით დაზარალებული გლეხების დახმარებით და გაგრძელდება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში