კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

20 აგვისტო 2020, 11:37 1310 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“დღეს გვაქვს 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით, ასევე კონტაქტების მოძიება გრძელდება.

გამოჯანმრთელებულების ციფრი 10-ით გაიზარდა, გვყავდა 1098 და დღეს გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში