ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი შიმშილობს 

20 აგვისტო 2020, 16:54 1332 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დასრულდა. ზ.ხ-სთან ერთად შიმშილობა სხვა არასრულწლოვნებმა - ლ.შ.-მ და ა.ქ.-მ დაიწყეს.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლე ბრალდებულების საუკეთესო ინტერესებს არ ითვალისწინებს, რადგან პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება და დაკავებულებს პოზიციების შეჯერების საშუალება არ ექნებათ.

უფლებადამცველი გიორგი გელხაური ასევე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ დაიწყოს მოკვლევა რატომ ჩამოართვეს ტელევიზორები საკნებში მყოფ იმ მოზარდებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში