დღევანდელი ექსპერიმენტი საგამოძიებო უწყების მორიგი წარმოდგენა იყო - თეონა თამაზაშვილი

20 აგვისტო 2020, 17:45 1261 ნახვა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ დღევანდელი ექსპერიმენტი საგამოძიებო უწყების მხრიდან მორიგი წარმოდგენა იყო. 

დილიდან სოფელ გოლთეთის ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, 24 საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იდგა თუ არა პოვნის ადგილას პროგრამისტის ავტომობილი 4 დღის განმავლობაში.

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა თვლის, რომ მწყემსი, რომელმაც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილი იპოვა, ადგილზე მიგზავნილი იყო.

ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში