მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ხელბურთში 2022 წელს ბათუმში გაიმართება

20 აგვისტო 2020, 18:37 1446 ნახვა

2022 წლის ზაფხულში საქართველო ისტორიაში პირველად ხელბურთში, ქალთა გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 18 წლამდე ეროვნული ნაკრების დებიუტი შედგება. მსოფლიოს საუკეთესო 32 გუნდი თბილისსა და ბათუმს ეწვევა. სწორედ ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში ხელბურთელ გოგონათა ნაკრები წარადგინა. წარდგენილი 26 სპორტსმენიდან 2 ბათუმელია, პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ 18 საუკეთესო მიიღებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში