დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი დღეს იხსნება

21 აგვისტო 2020, 10:05 957 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, დღეიდან, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება – გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, დღეს მესტიაში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი იმუშავებს. ვისაც საკარანტინო სივრცის დატოვება 21 აგვისტოს უწევს, მათ კორონავირუსზე პისიარ ტესტირებას ჩაუტარებენ. განმეორებითი კვლევა დაახლოებით 500 პირის შეეხება.

კარანტინში მყოფი ადამიანები კვლევის შედეგების გამოქვეყნებისთანავე დატოვებენ საკარანტინო სივრცეს. 

მესტიაში შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში