მერკელი და მაკრონი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ

21 აგვისტო 2020, 10:03 1486 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ, - ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მაკრონმა და მერკელმა ინციდენტის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს და გარემოებების სწრაფად დადგენის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის საავადმყოფოში. წინასწარი ცნობით, ის მოწამლულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში